გებრეისუსი აცხადებს, რომ საჭიროა კოვიდ19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიის დამატებითი შესწავლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თედროს ადანომ გებრეისუსმა COVID-19- ის ლაბორატორიული გაჟონვის ვერსიის დამატებითი შესწავლა მოითხოვა, რომ მოხდეს დამატებითი მისიების ორგანიზება სპეციალური ექსპერტების მონაწილეობით.

ჯანმო-მ დღეს უჰანში ვიზიტის საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის სრული ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც COVID-19- ის ლაბორატორიიდან გაჟონვა შეფასდა, როგორც “ნაკლებ სავარაუდო”.

“გუნდმა უჰანში რამდენიმე ლაბორატორია მოინახულა და განიხილა შესაძლებლობა ვირუსის ადამიანის პოპულაციაში ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად მოხვედრა. ამასთან, მე არ ვთვლი, რომ ეს შეფასება საკმარისად ფართო იყო. უფრო საიმედო დასკვნების მისაღებად საჭირო იქნება დამატებითი მონაცემები და გამოკვლევები”, – გებრეისუსის სიტყვები ორგანიზაციის ვებ – გვერდზე განთავსდა.

მისივე თქმით, ”მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა დაასკვნა, რომ ლაბორატორიიდან გაჟონვა ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ჰიპოთეზაა, ის შემდგომ გამოძიებას ითხოვს, შესაძლოა, დამატებით მისიებით სპეციალური ექსპერტების ჩართულობით, მზად ვარ – უზრუნველვყო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები