ქართველმა ე.წ. კანონიერმა ქურდებმა საბერძნეთში “სხოდკა” გამართეს

ქართველმა ე.წ. კანონიერმა ქურდებმა საბერძნეთში შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას PrimeCrime ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, “სხოდკის” მიზეზი 46 წლის ზვიად პაპიაშვილის სურვილია, დაიბრუნოს ე.წ. კანონიერი ქურდის “წოდება”, რაც მან დაკარგა, მას შემდეგ, რაც ის 2008 წელს თბილისში ციხეში სცემეს.

 

თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ზვიადს, პრაქტიკულად, აღარ დარჩა შანსი – საკუთარი ავტორიტეტი აღიდგინოს, რადგან მან დაკარგა ყველაზე გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდების მხარდაჭერა.

 

კერძოდ, რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერმა, ზახარი კალაშოვმა (შაქრო მოლოდოიმ), რომელმაც შეიტყო ინციდენტის შესახებ, დაიკავა “კოკის” მხარე და თქვა, რომ ის არავის “ტყუილად არ დაარტყამდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები