ალუდა ღუდუშაური – შალვა ნათელაშვილზე: ეს ბატონი ვერ გაერკვა, რა რეალობაა, რა დღის წესრიგი აქვს ჩვენს ქვეყანას და რა საჭიროებები აქვთ ჩვენს მოქალაქეებს

“რბილად რომ ვთქვათ, სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და ოპოზიციის წარმომადგენელი მსგავს განცხადებებს აკეთებს”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური შალვა ნათელაშვილის განცხადებას.

„ერთი მხრივ, ეს კომიკურია და, მეორე მხრივ, ეს ბატონი ძალიან სამწუხარო რეალობაშია და ვერ გაერკვა, რა რეალობაა, რა დღის წესრიგი აქვს ჩვენს ქვეყანას და რა საჭიროებები აქვთ ჩვენს მოქალაქეებს“, – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

საქართველოს „ლეიბორსიტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს აკრიტიკებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები