დონალდ ტრამპმა საკუთარი საიტი შექმნა

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარი საიტი შექმნა.

ტრამპის ამ გეგმის შესახებ ჯერ კიდევ გასულ კვირას გახდა ცნობილი.

ტრამპის საიტის სახელწოდებაა – 45office.com.

Fox News აღნიშნავს, რომ საიტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება წერილების გაგზავნა, ტრამპის განრიგის დაზუსტება ან მედიისთვის განცხადების გაკეთება.

საიტზე მთავარ გვერდზე აღნიშნულია, რომ ტრამპის ოფისი ცდილობს “45-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესანიშნავი მემკვიდრეობის შენარჩუნებას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები