ტანზანიის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჭყლეტას 45 ადამიანი ემსხვერპლა

ტანზანიის პრეზიდენტის, ჯონ მაგუფულის დაკრძალვაზე ჭყლეტას, სულ მცირე, 45 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას The Citizen ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკრძალვის ცერემონია ქალაქ დარ-ეს-სალამის სტადიონზე 21 მარტს ჩატარდა.

პოლიციის მონაცემით, 45 ადამიანი დაღუპულია, 37 დაშავებული.

უწყებაში აცხადებენ, რომ სტადიონზე იმაზე მეტი ადამიანი მივიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რამაც საბოლოოდ ჭყლეტა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები