როგორია კოვიდსტატისტიკა თბილისსა და რეგიონებში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 330 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, – აღნიშნული ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 330 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 57, გურია – 22, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 281 145 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 272 899, გარდაიცვალა 3 773 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები