რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

მას რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

კერვალიშვილმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა.

ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად დამნაშავედ არის ცნობილი თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის, სააკაძის მოედნის, კრწანისისა და წყნეთის ობიექტებს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები