ხვიჩა კვარაცხელია transkermarket-ზე დღის ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია

გერმანულ სამენეჯერო სააგენტო transfermarket-com-ზე ხვიჩა კვარაცხელია, ნორვეგიელ ერლინგ ჰალანდსა და პორტუგალიელ სუპერვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად, დღევანდელი დღის ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია.

ასეთი შედეგი დაფიქსირდა 28 მარტს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 20 წლის ქართველი ფეხბურთელის მიერ ესპანეთის კარში გატანილი გოლის შემდეგ.

ამავე პორტალის მიხედვით, კვარაცხელიას ფასი 10 მილიონი ევროა. ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად რუსულ საფეხბურთო კლუბ ყაზანის „რუბინში“ ირიცხება.

გთავაზობთ ტოპ-10 მოთამაშის სიას. აქვე ვიტყვით, რომ ბოლოს მათი პირობითი სატრანსფერო ფასები წერია, რომელსაც „ტრანსფერმარკტ“ ადგენს.

28 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 2-1 დამარცხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები