მოზამბიკში “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლების თავდასხმას, სულ მცირე, 57 ადამიანი ემსხვერპლა

მოზამბიკის ქალაქ პალმაში 24 მარტს, ადგილობრივ საბადოში მომუშავე ადამიანებზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 57 ადამიანია დაღუპული – მათ შორის 7 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ამის შესახებ ქალების უფლებადამცველი ასოციაციის წარმომადგენელმა, ჯულია ვაჩავემ მედიას განუცხადა.

მისივე თქმით, არსებობს ინფორმაცია კიდევ 60 დაღუპულის შესახებ, თუმცა, ეს ჯერ დაუზუსტებელია.

დღეს გახდა ცნობილი, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

24 მარტს ქალაქ პალმას, კაბუ-დელგადუს პროვინციაში თავდასხმა მოხდა. ადგილობრივების ნაწილმა თავი ტყეს შეაფარა, ნაწილი სასტუმროში გამაგრდა. სამი დღის შემდეგ მოზამბიკის მთავრობამ სასტუმროებიდან 180 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

ჯულია ვაჩავეს თქმით, პალმა 2 ათასამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე მუშამ დატოვა, ქალაქი კი მთლიანად დანგრეულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები