ლიეტუვა წინააღმდეგია, რომ “ვაქცინაციის პასპორტში” რუსული პრეპარატიც იყოს შეყვანილი

ლიეტუვა კატეგორიულად არის წინააღმდეგი, რომ ვაქცინაციის შესახებ სერტიფიკატში ისეთი პრეპარატები იყოს შეყვანილი, რომლებიც ევროკავშირის მარეგულირებლის მიერ აღიარებული არ არის.

ამის შესახებ ევროკავშირში ლიეტუვის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონას შატუნასმა განაცხადა.

როგორც დიპლომატმა თქვა, “ლიეტუვა მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ “მწვანე” სერტიფიკატის ელექტრონული ნაწილში მხოლოდ ის სამკურნალო პრეპარატები უნდა იყო შეტანილი, რომლებიც ევროპის წამლების სააგენტოს მიერ არის ნებადართული”.

მისი თქმით, ​იმის მაგივრად, რომ ევროპამ ნდობა გამოუცხადოს ისეთ პრეპარატებს, რომლებიც დამტკიცებული არ არის, როგორიც არის, მაგალითად, “სპუტნიკი”, საჭიროა საკუთარი ვაქცინების წარმოების ზრდა.

“ევროპაში დამტკიცებული ვაქცინების აღიარებით მოხდება ასევე ევროპული ინსტიტუტებისადმი ნდობის ამაღლება, როგორებიც არის წამლების სააგენტო და დაავადებათა მონიტორინგის სააგენტო”, – თქვა მან.

რუსულ ვაქცინას ევროპის წამლების სააგენტოს შემოწმება არ გაუვლია, აპრილში რეგულატორის ექსპერტები იმ საწარმოს ესტუმრებიან, სადაც ვაქცინა იწარმოება.

ევროპის ჯანმრთელობის სერტიფიკატი ევროპის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 15 ივნისიდან ამუშავდება.

“ციფრული მწვანე სერტიფიკატების” (Digital Green Certificate) ჩაშვებას ისეთი ქვეყნები ელოდებიან, რომლებიც ტურიზმზე არიან დამოკიდებული, ამ გზით ისინი წლევანდელი სეზონის “გადარჩენას” ვარაუდობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები