რუსეთში თაღლითები დააკავეს, რომლებიც კოვიდ19-ის ყალბ ცნობებს გასცემდნენ

რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოლქში თაღლითები დააკავეს, რომლებიც ქვეყანაში შესასვლელად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე კოვიდ19-ის ყალბ ცნობებს ყიდდნენ.

ინფორმაციას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს პრესსამსახური ავრცელებს, თუმცა, რამდენი პირია დაკავებული, არ ზუსტდება.

​აღინიშნება, რომ ამოღებულია ათასზე მეტი პისიარ ტესტზე ყალბი უარყოფითი პასუხი, 400 შევსებული ცნობა და 3 მილიონზე მეტი რუსულ რუბლი.

ასევე, ძალოვნებმა მონაცემთა ბაზა გამოავლინეს, სადაც ყველა ის პირია აღრიცხული, ვისაც ყალბი დოკუმენტის შეძენა სურდა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკანონო მიგრაციის ორგანიზაციის მუხლით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები