ლონდონში, 6 თვის განმავლობაში პირველად, კორონავირუსისგან გარდაცვალება არ დაფიქსირებულა

ლონდონში, ბოლო 6 თვის განმვალობაში პირველად, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ19-ით არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.

ინფორმაციას ВВС ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასულ წელს, აპრილში ეპიდემიის პიკში, ლონდონში ყოველდღიურად 230 გარდაცვალება ფიქსირდებოდა. ბრიტანეთის დედაქალაქზე, ჯამურად, ლეტალური შემთხვევების 12% მოდის.

პანდემიის დაწყებიდან ლონდონში ინფიცირების 708 ათასი, ხოლო გარდაცვალების 15 ათასი შემთხვევა გამოვლინდა.

იანვარში, მეორე ტალღის უმძიმეს პერიოდში ლონდონში 1300 ადამიანისთვის დამატებითი მორგი გახსნეს, ქვეყნის მასშტაბით ამ დროს ერთ დღეში საშუალოდ ათასი ლეტალური შემთხვევა ფიქსირდებოდა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 20 იანვარს იყო – 1820 გარდაცვლილი.

29 მარტიდან ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი იწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები