ირაკლი კობახიძე: მოცემულობაა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება
მოცემულობაა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია პლებისციტსაც წააგებს და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც.
„ისინი პლებისციტსაც წააგებენ, რეფერენდუმსაც და, არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ, მაგრამ მოცემულობაა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. რაც ჩვენი მხრიდან ითქვა, ულტიმატუმი კი არა, მოცემულობაა. ულტიმატუმებით საუბრობს ოპოზიცია, ჩვენ – იმ პოლიტიკურ მოცემულობაზე, რომელიც არსებობს. ეს მოცემულობა გულისხმობს, რომ არცერთ შემთხვევაში, არ იქნება ვადამდელი არჩევნები“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.