ალუდა ღუდუშაური: იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიცია სახელმწიფოებრივად მოიქცევა და უარს იტყვის კერძო პარტიულ დღის წესრიგზე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ მმართველი გუნდი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
ღუდუშაური იმედოვნებს, რომ ოპოზიცია კერძო პარტიულ ინტერესებზე უარს იტყვის და პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებები შედგება.
“ქართული ოცნება” ამჯერადაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ყველა ჩვენი ნაბიჯი დაფუძნებულია სამართლიანობის პრინციპებზე. იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიცია სახელმწიფოებრივად მოიქცევა, ანუ უარს იტყვის კერძო პარტიულ დღის წესრიგზე და, ამჯერად, მოლაპარაკების მაგიდასთან მოიტანს ხელშესახებ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ღუდუშაურმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ მხარეებთან მოლაპარაკებები დღეს დაიწყო.