“მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი კომპრომისული შეთავაზება მედიატორის მხრიდან”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ყველაფერზე წინ ქვეყნის ინტერესებს დააყენებს, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება.
“მზად ვართ, პრინციპული საკითხების გარშემო, ნებისმიერი კომპრომისული შეთავაზება მედიატორის მხრიდან განვიხილოთ, თუ ხელისუფლება შეძლებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააყენოს უფრო წინ, ვიდრე – საკუთარი სურვილი, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება, დარწმუნებული ვარ, შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს”, – აღნიშნავს სამადაშვილი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ მხარეებთან მოლაპარაკებები დღეს დაიწყო.