საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 პაციენტი.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 280 472 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 272 601, გარდაიცვალა 3 765 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 14 298 კვლევა ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 547, PCR ტესტით – 5 751.