ჩეხეთის უმდიდრესი ადამიანი ალასკის მთებში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

ჩეხეთის უმდიდრესი ადამიანი, პეტრ კელნერი ალასკის მთებში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენის – Airbus AS350 B3-ის ნამსხვრევები კნიკის მყინვართა არის ნაპოვნი.

კერლნერი სამთოსათხილამურო კურორტ Tordrillo Mountain Lodge-ში მიფინავდა.

ავიაკატასტროფის შედეგად, სულ 5 ადამიანია დაღუპული. კელნერის გარდა, კატასტროფას ემსხვერპლა ჩეხეთის კიდევ ერთი მოქალაქე, ასევე, ორი ამერიკელი გიდი და პილოტი.

56 წლის პეტრ კელნერი PPF Group-ის გრუპის დამფუძნებელი და ჩეხეთის უმდიდრესი ადამიანია.

Forbes-ის მონაცემით, მას 17,5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები ჰქონდა და მსოფლიოს მილიარდერთა რეიტინგში 68-ე ადგილს იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები