მადურო მზად არის, ნავთობი ვაქცინაზე გაცვალოს

ვენესუელას პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ მზად არის, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საფასური ნავთობის მიწოდებით გადაიხადოს.

 

ამის შესახებ მან ქვეყნის სახელმწიფო ტელეარხის ეთერში განაცხადა.

 

“გვაქვს ნავთობხომალდები, ასევე, გვყავს კლიენტები, რომლებიც ჩვენს ნავთობს იყიდიან. მზად ვართ, მივაწოდოთ ნავთობი ვაქცინის სანაცვლოდ, მაგრამ არავის შევეხვეწებით”, – თქვა მან.

 

ამჟამად, ვენესუელა ვაქცინას რუსეთისა და ჩინეთისგან ღებულობს.

 

მთავრობა და ოპოზიცია პანამერიკულ ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, COVAX-ის პლატფორმასთან წვდომაზე მოლაპარაკებას მართავდნენ.
თუმცა, გასულ კვირას ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ არ გამოიყენებს AstraZeneca-ს ვაქცინას, ერთ-ერთ მთავარ პრეპარატს, რომელსაც “კოვაქსი” ლათინური ამერიკის ქვეყნებს აწვდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები