თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, მუგლას პროვინციაში, მარმარისის რაიონში 4,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ეგეოსის ზღვის დასავლეთის სანაპიროდან 79 კილომეტრის დაშორებით, 5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები