“სავარაუდო ჰიბრიდული ომის შედეგი საქართველოში – ჰესების მშენებლობა გაჩერებულია და ჰესების საჭიროებაზე საუბარი ლამის ღალატად ცხადდება” – თორნიკე შარაშენიძე

ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე ნატო-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს სოციალურ ქსელში აზიარებს და აცხადებს, რომ მასში საუბარია რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ ომზე, რომლის ერთ-ერთი სამიზნე ნატო-ს წევრი და მისი პარტნიორი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებაა.

როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, სავარაუდო ჰიბრიდული ომის შედეგი საქართველოში სახეზეა – ჰესების მშენებლობა გაჩერებულია, ჰესების საჭიროებაზე საუბარი კი ლამის ღალატად ცხადდება.

“ეს გახლავთ ანალიტიკური დოკუმენტური ნატოს ოფიციალურ საიტზე. მასში საუბარი მიდის რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ ომზე რომლის ერთ-ერთი სამიზნე ნატოს წევრი და მისი პარტნიორი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებაა.

ჰოდა ამ ჰიბრიდულ ომზე ამდენი სემინარები და ტრენინგები ტყუილად ტარდება? ხომ უნდა გვქონდეს შნო რომ დავინახოთ ჰიბრიდული ომი კონკრეტული მიმართულებით. როდემდე უნდა იყოს ეს “ჰიბრიდული ომი” აბსტრაქტული ფილოსოფია?

აგერ ბატონო (სავარაუდო) ჰიბრიდული ომის შედეგი საქართველოში – ჰესების მშენებლობა გაჩერებულია და ჰესების საჭიროებაზე საუბარი ლამის ღალატად ცხადდება”,- წერს შარაშენიძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები