ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ, “ბორჯღალოსნებმა” “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრები 28:17 დაამარცხეს და ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი “ბორჯღალოსნებს” და მათ გულშემატკივრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრების დამარცხებას ულოცავს.
მთავრობის მეთაური “ბორჯღალოსნებს” რაგბი ევროპის 2021/2022 წლების გათამაშებაში გამარჯვებას და 2023 წელს საფრანგეთში მსოფლიოს თასზე ასპარეზობას უსურვებს.
„გილოცავთ! ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მეოთხე ტურში რუმინეთის ნაკრები 28:17 დაამარცხეს და ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნეს, რომელიც ტრადიციულად საქართველოს და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრაში თამაშდება. ქართველ ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის 2021/2022 წლების გათამაშებაში გამარჯვებას და 2023 წელს საფრანგეთში მსოფლიოს თასზე ასპარეზობას ვუსურვებ!”,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯღალოსნებს მოედანზე გულშემატკივრობდა. მატჩის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაურმა გამარჯვებულებს ანთიმოზ ივერიელის თასი გადასცა.