გლდანის ციხესთან გოგი წულაიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

გლდანის ციხის მიმდებარედ, გოგი წულაიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. სოლიდარობის აქციას სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ქუთაისელი მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.

პროტესტის მონაწილეები ციხემდე საავტომობილო მსვლელობით მივიდნენ.

მათი ინფორმაციით, წულაია უკვე მეცხრე დღეა შიმშილობს, არც მედიკამენტებს იღებს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 19 მარტს შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები