შალვა პაპუაშვილი: 4 წლის შემდეგ, 2024 წელს, “ქართული ოცნება” და ქართველი ხალხი გააკეთებს განაცხადს საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების 4 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, 2024 წელს, “ქართული ოცნება” და ქართველი ხალხი საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე გააკეთებს განაცხადს.

“4 წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს, “ქართულმა ოცნებამ” და ქართველმა ხალხმა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება შეძლო.

4 წლის შემდეგ, 2024 წელს, “ქართული ოცნება” და ქართველი ხალხი გააკეთებს განაცხადს საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე”,- წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები