კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 183, შიდა ქართლში – 39, იმერეთში – 37
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარაში – 27, იმერეთში – 37, ქვემო ქართლში – 8, შიდა ქართლში – 39, გურიაში – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 30, კახეთში – 6, მცხეთა-მთიანეთში – 5, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 305, საიდანაც: 1 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 778, აჭარაში – 192, იმერეთში – 295. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 316 პირი, მათ შორის, თბილისში – 148, აჭარაში – 29, იმერეთში -71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში – 3, იმერეთში – 7. 203 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 163 – თბილისში, 30 – აჭარაში. 2 497 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.