საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა გარემოსდაცვით აქციას – “დედამიწის საათი”
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლობალური გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი“ – სოლიდარობა გამოუცხადა და ადმინისტრაციულ შენობებზე განათება 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გამორთო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე უარის თქმით შეურთდა ყოველწლიურ კამპანიას, რომელიც მთელს დედამიწას მოიცავს. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიას არ იყენებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.