კაიროში მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა – დაღუპულია, სულ მცირე, 3 ადამიანი

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში 10-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანი დაშავდა, ხოლო 3 დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი „Al-Ahram“ ავრცელებს.

მათი ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მაშველები კი, სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. რა გახდა ნგრევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები