ბრაზილიაში საკუთარი COVID-ვაქცინა შეიმუშავეს

ბრაზილიის შტატ სან-პაულოში არსებულმა ბიოსამედიცინო ინსტიტუტმა, (ბუტანტანი) საკუთარი ძალებით შექმნილ COVID-ვაქცინაზე ცდების ჩატარებაზე მზაობა გამოაცხადა. პრეპარატის, სახელად – ButanVac – გამოყენება, სავარაუდოდ, ივლისში დაიწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Bloomberg“ ავრცელებს.

სან-პაულოს გუბერნატორის, ჟოაუ დორიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი ვაქცინას მიიღებს, ცდები დაიწყება. აღნიშნული ცდები ჩატარდება, ასევე, ტაილანდსა და ვიეტნამში.

ქვეყანა მზადაა, რომ უკვე ივლისიდან აწარმოოს ვაქცინის 40 მილიონი დოზა, რომელიც თავიდან უმეტესად ბრაზილიაში იქნება გამოყენებული.

ბუტანტანის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, დიმასა კოვასას განცხადებით, პრეპარატმა უკვე წარმატებით გაიარა ტესტირება ცხოველებზე. კოვასმა ButanVac -ს უსაფრთხო უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ის გაცილებით იაფია, ვიდრე სხვა კოვიდვაქცინები. მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ წარმატებული ვაქცინაციისთვის ButanVac​-ის მხოლოდ ერთი დოზა იყოს საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები