კოლუმბიაში, მერიის შენობასთან აფეთქება მოხდა

კოლუმბიაში, კორინტოს მუნიციპალიტეტში, მერიის შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „El Tiempo“ ავრცელებს.

დანაღმული სატრანსპორტო საშუალება მერიისა და პოლიციის განყოფილების შენობას შორის იდგა. აფეთქების შედეგად 17 დაშავებული ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოცემის ცნობით, დაშავებულთა უმრავლესობა მერიის თანამშრომლები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები