პოლონეთი კარანტინს აძლიერებს

კორონავირუსის გამო ვითარების გაუარესებიდან გამომდინარე, პოლონეთის ხელისუფლებამ, ეპიდემიის შეკავების მიზნით, 27 მარტიდან დამატებითი შეზღუდვების შემოღების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი განცხადება გამოქვეყნებულია ხელისუფლების ვებგვერდზე.

„ამჟამინდელი ვითარება პოლონეთში მკვეთრ მოქმედებებს მოითხოვს. შაბათს, 27 მარტს ჩვენ უსაფრთხოების წესებს შემოვიღებთ. ისინი 9 აპრილამდე იმოქმედებენ, ესე იგი, მთელ სააღდგომო პერიოდს მოიცავენ (კათოლიკური აღდგომა პოლონეთში 4 აპრილს აღინიშნება)“,- ნათქვამია განცხადებაში.

დღეიდან ქვეყანაში მუშაობას წყვეტენ ავეჯისა და სამშენებლო მასალების მაღაზიები, რომელთა ფართობიც ორი ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. გარდა ამისა, დაიხურება სილამაზისა და სვირინგის სალონები. საბავშვო ბაღები მიიღებენ მხოლოდ მედიკოსთა, სამხედრო პირთა, პოლიციელთა და მეხანძრეთა შვილებს. მშობლებს, ვისი ბავშვებიც იძულებულები არიან სახლში დარჩნენ, დამატებით ფულად დახმარებას გაუწევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები