ჯო ბაიდენმა კლიმატთან დაკავშირებულ სამიტზე 40 მსოფლიო ლიდერი მოიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კლიმატთან დაკავშირებულ ვირტუალურ სამიტზე 40 მსოფლიო ლიდერი მოიწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

ონლაინ შეხვედრა, სადაც 40 მსოფლიო ლიდერი მიიღებს მონაწილეობა, ვაშინგტონის ორგანიზებით, 22-23 აპრილს გაიმართება. მოლაპარაკებების ტრანსლირება პირდაპირ ეთერში მოხდება.

ევროკომისიის ლიდერმა, ურსულა ფონ დერ ლიაიენმა და ევროსაბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა სამიტის მონაწილეებს მოუწოდეს, მოემზადებინათ გეგმა იმის შესახებ, თუ როგო აპირებენ მათი ქვეყნები კლიმატის ცვლილებისთვის ბრძოლის გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები