ბოლო 24 საათში  საქართველოში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 219 პირი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში  საქართველოში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 219 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 271 804-მდე.

დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 746 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 448 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 353 პირი, აჭარაში – 878, იმერეთში – 956.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები