ვატიკანი 1200 მოწყვლად ადამიანს აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აცრის

ვატიკანი, ვნების კვირეულის დღეებში, 1200 ღარიბ და მოწყვლად ადამიანს აცრის.

ინფორმაციას Vatican News-ი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ადამიანებს იმავე ვაქცინით აცრიან, რითაც იმუნიზაცია პაპმა ფრანცისკემ და მისმა თანამშრომლებმა გაიარეს.

კამპანიის ჩასატარებლად Pfizer-ის ვაქცინას გამოიყენებენ. აცრები ვატიკანში, პავლე VI-ეს დარბაზში გაკეთდება.

ვატიკანმა ვაქცინაცია იანვარში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები