ერდოღანი: მოსახლეობის ვაქცინაციას ივნისში დავასრულებთ

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მოსახლეობის ვაქცინაცია ივნისში დასრულდება.

“ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინაციის პროცესი მაისში-ივნისში დასრულდება და ზაფხულის ბოლოს უკვე ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დავუბრუნდებით”, – თქვა მან.

მისი თქმით, მთავრობამ 100 მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა შეიძინა, თუმცა, მისი ნახევარი ჯერ არ მიუღია

“თუმცა, მოლაპარაკებას ვაწარმოებთ სხვა ქვეყნებთანაც, მაგალითად, რუსეთთან. რუსული ვაქცინა ცხოვრებას შეგვიმსუბუქებს”, – აღნიშნა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები