თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ და მოადგილემ თანამდებობები დატოვეს
თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნინო ჯანელიძემ და მოადგილემ, ნოდარ ფანჩულიძემ თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვეს.
ნინო ჯანელიძის თქმით, წასვლის მიზეზი არ არის დაპირისპირება, ის რჩება გუნდში და საკრებულოს რიგით წევრად.
ნინო ჯანელიძე საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წელს დაინიშნა.