ეგვიპტეში მატარებლების შეჯახებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

ეგვიპტეს სამხრეთით ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რომლის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა – სულ მცირე, 66 დაშავდა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ავარია სოხაგის პროვინციაში მოხდა. შეჯახების შედეგად სამი ვაგონი გადაბრუნდა.

ამჟამად, დაშავებულთა საავადმყოფოებში გადაყვანა მიმდინარეობს.

დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები