ელისო ბოლქვაძე საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარეს, დავით ოქიტაშვილს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს კულტურის კომიტეტისა და კულტურის პალატის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს, რომელიც აპრილში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. „კულტურის პლატასთან მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობები მაქვს. ჩვენ ბევრი ერთობლივი პროექტი გაგვიკეთებია. დღეს ბატონ დავითთან ერთად განვიხილეთ ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები. მოგეხსენებათ, ამ უნივერსიტეტიდან ბევრი თვალსაჩინო ადამიანია გამოსული, ის ტრადიციულად არის დაკავშირებული ბევრ ცნობილ მუსიკოსთან და მე ვფიქრობ, ახალგაზრდებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. იქ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა და მინდა, ახალგაზრდებთან ვიყო ახლოს, რომ ტრადიციები გაგრძელდეს. უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე არის ერთ-ერთი ერთობლივი პროექტი, რომელსაც ახლო მომავალში განვახორციელებთ. კულტურის პალატასთან მომავალშიც ვგეგმავთ მჭიდრო თანამშრომლობას”, – განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები