საქართველოში არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით თევზსაჭერი გემების ავტორიზაციის რეფორმა გატარდა. ევროკავშირის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებული რეფორმის მიზანი უკანონო, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის წინააღმდეგ ბრძოლაა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში, პირველად განხორციელდა უცხო სახელმწიფოს საზღვაო ტერიტორიაზე საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემის ავტორიზაცია.

აღსანიშნავია, რომ დღემდე საქართველოს დროშის ქვეშ უცხო სახელმწიფოების საზღვაო სივრცეში მცურავი თევზსაჭერი გემების ავტორიზაცია არ ხდებოდა. უკანონო თევზჭერის წინააღმდეგ გატარებული რეფორმა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც ეკონომიკის მდგრადი განვითარების, ისე ლეგალური თევზჭერის საერთაშორისო სტანდარტების დაცვისთვის.

აღნიშნული რეფორმის გატარებით, საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით თევზჭერასთან დაკავშირებით განსაზღვრულ ვალდებულებებს ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები