პაკისტანმა ბალისტიკური რაკეტა – Shaheen-1A გამოსცადა(ვიდეო)

პაკისტანმა ბალისტიკური რაკეტა – Shaheen-1A, რომლის მოქმედების რადიუსია 900 კილომეტრი, წარმატებით გამოსცადა.

სააგენტო DND-ის ინფორმაციით, საცდელი ფრენის მიზანი სხვადასხვა კონსტრუქციული და ტექნიკური პარამეტრის, მათ შორის, ნავიგაციის გაუმჯობესებული სისტემის განმტკიცება იყო.

ქვეყნის სტრატეგიული დაგეგმარების განყოფილების გენერალურმა დირექტორმა, რაზა სამარმა მეცნიერებსა და ინჟინრებს წარმატებული გამოცდა მიულოცა. მან მაღალი შეფასება მისცა მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს, თავგანწირვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები