რუმინეთში წელს სააღდგომო ღვთისმსახურებას მორწმუნეები დაესწრებიან

რუმინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს სააღდგომო ღვთისმსახურებაზე მორწმუნეების დასწრება იქნება დაშვებული მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მორიგი აფეთქებაა, რაც საავადმყოფოებში საწოლების დეფიციტის საფრთხეს ქმნის.

მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერმა, ფლორინ კიცუმ რელიგიური თემების წარმომადგენლებთან მორწმუნეებისთვის დღესასწაულზე ეკლესიებში მისვლის შესაძლებლობა განიხილა.

2020 წელს რუმინეთში, სოციალური დისტანცირების წესიდან გამომდინარე, მორწმუნეებს ეკლესიაში მისვლა ჰქონდათ შეზღუდული.

ამჟამად, ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი 22:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს, დღეიდან კი წესების გამკაცრება იგეგმება.

მიმდინარე კვირას რუმინეთში უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება დაფიქსირდა, პანდემიის დაწყებიდან კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ყველაზე მეტი პაციენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები