ინდოეთმა უკრაინაში AstraZeneca-ს ვაქცინის მიწოდება შეაჩერა

ინდოეთიდან უკრაინაში AstraZeneca-ს ვაქცინის ექსპორტი შეჩერდა, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ.

როგორც მინისტრმა ბრიფინგზე თქვა, ქვეყანას პრეპარატის დანარჩენი პარტიებიც უნდა მიეღო, თუმცა პროცესი დაპაუზდა.

​”ასეთი გადაწყვეტილების დეტალებში არ შევალ, მათი ნაწილი საჯაროა, ნაწილი დახურული”,- თქვა კულებამ.

უკრაინამ ინდოეთიდან ვაქცინით დატვირთული თვითმფრინავი 23 თებერვალს მიიღო. გუშინ ქვეყანაში ჩინური Sinovac Biotech-ის ვაქცინა ჩაიტანეს.

Hindustan Times-მა მიმდინარე კვირას წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ინდოეთი ვაქცინების ექსპორტის პროგრამის გაფართოებას აღარ გეგმავს, რადგან ქვეყანაში ინფიცირების ზრდასთან ერთად იგეგმება ვაქცინაციის გაფართოება.

​გამოცემის წყაროს ინფორმაცით, ექსპორტის აკრძალვა არ იგეგმება, თუმცა მესამე ქვეყნებში პრეპარატის მიწოდება მას შემდეგ მოხდება, რაც შიდა მოთხოვნილება დაკმაყოფილდება.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრის შემდეგ ორი ადამიანია გარდაცვლილი. დაწყებულია გამოძიება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები