შალვა პაპუაშვილი: ამ მოლაპარაკებებში მე პირადად მაქვს მხოლოდ ერთი მხარის, „ქართული ოცნების“ იმედი და ეს იმედი არის გამყარებული ჩვენი ქმედებითაც

“ამ მოლაპარაკებებში მე პირადად მაქვს მხოლოდ ერთი მხარის, „ქართული ოცნების“ იმედი და ეს იმედი არის გამყარებული ჩვენი ქმედებითაც”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მართალია, ფასილიტაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა, თუმცა, განხილული საკითხები სერიოზულად იქნა აღქმული და საარჩევნო რეფორმა ტარდება.

„როგორც ოფიციალურად განაცხადეს, კრისტიან დანიელსონი კვირის ბოლოს ჩამოვა. სავარაუდოდ, ხვალ-ზეგ ჩამოვა. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ამ მოლაპარაკებებში მე პირადად მაქვს მხოლოდ ერთი მხარის, „ქართული ოცნების“ იმედი და ეს იმედი არის გამყარებული ჩვენი ქმედებითაც. ვფიქრობ, ჩვენს მოსახლეობასაც ამ მოლაპარაკებებში „ქართული ოცნების“ იმედი აქვს.

მართალია, ფასილიტაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა, რადგან დიდი შეთანხმება არ შედგა, მაგრამ, ამის მიუხედავად, იქ განხილული საკითხები სერიოზულად აღვიქვით და საარჩევნო რეფორმას ვატარებთ. მართალია, მედიაციის პირველი ეტაპიც უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ ჩვენ იქ განხილული საკითხები სერიოზულად აღვიქვით და გუშინწინ დავაინიცირეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესში ცვლილებები. მედიაციის პროცესი შედეგიანი იქნება თუ არა, ჩვენ მაინც ამ პროცესიდან გამოვიყვანთ საუკეთესოს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები