აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 1 429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 1 429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს კიდევ 17 პაციენტი ემსხვერპლა.

ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ინფიცირების 250 921 შემთხვევაა გამოვლენილი, 3 421 პაციენტი გარდაიცვალა, 234 382  კი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები