აშშ-ის ვირჯინიის შტატში სიკვდილით დასჯა გაუქმდა

აშშ-ის ვირჯინიის შტატში სიკვდილით დასჯა გაუქმდა.

შტატის გუბერნატორმა, რალფ ნორტამმა სიკვდილით დასჯის ოფიციალურად გაუქმების შესახებ კანონმდებლობას გუშინ მოაწერა ხელი.

„სამართლიანობა და სასჯელი ყოველთვის ერთი და იგივე არ არის. შემიძლია, ვთქვა, რომ სიკვდილით დასჯა არსებითად არასწორია”, – განაცხადა გუბერნატორმა ხელმოწერის დროს.

ვირჯინია აშშ-ის 23-ე შტატია, სადაც სასჯელის ეს ზომა გაუქმდა. სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეიცვლება.

შტატში, ჯამურად, სიკვდილით დასჯის 1 390 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები