გია ვოლსკი: არ მგონია, 2-3 თვის შემდეგ ადამიანები ისეთი ხალხის გვერდით შეიკრიბონ, როგორიც სააკაშვილის სატელიტური პოლიტიკური სუბიექტები არიან

“არ მგონია, 2-3 თვის შემდეგ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის ბედს რეალურად განიცდიან, შეიკრიბონ, მით უფრო, ისეთი ხალხის გვერდით, როგორიც არიან სააკაშვილი და მისი სატელიტური პოლიტიკური სუბიექტები”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკი ფიქრობს, რომ ოპოზიცია საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანს.

„ვფიქრობ, საზოგადოებას შეცდომაში ვეღარ შეიყვანენ. გულწრფელი პროტესტის მქონე საზოგადოების შეკრება, ვითომ და დასავლეთის მხარდაჭერითა და რუსული თემის ექსპლუატაციით იყო შესაძლებელი. ახლა ამ თემას წერტილი დაესვა. არ მგონია, 2-3 თვის შემდეგ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის ბედს რეალურად განიცდიან, შეიკრიბონ, მით უფრო, ისეთი ხალხის გვერდით, როგორიც არიან სააკაშვილი და მისი სატელიტური პოლიტიკური სუბიექტები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები