იაპონიაში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა დაიწყო (ფოტო)

ფუკუსიმას პრეფექტურაში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ოთხთვიანი ათვლა დაიწყო.

უახლოეს დღეებში 10 ათასამდე მრბოლელი ჩანაცვლებით მოატარებს ჩირაღდანს ქვეყნის 47 პრეფექტურაში.

როგორც იაპონიის პრემიერმა, ესიხიდე სუგამ თქვა, ქვეყნის მთავრობა დედაქალაქის მთავრობასთან, ასევე, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს, რომ პანდემიის პირობებში ოლიმპიადის ჩატარება შეფერხებების გარეშე მოხდეს.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამართვა, თავდაპირველად, 2020 წლის ივლის-აგვისტოში იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო, მისი გადადება გახდა აუცილებელი და თამაშები წელს 23 ივლისიდან-8 აგვისტოს პერიოდში ჩატარდება.

ამასთან, სახელწოდება “ტოკიო-2020” იქნება შენარჩუნებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები