პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დარეგისტრირდა
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დარეგისტრირდა.
კონსტიტუციური პროექტით საარჩევნო ბარიერი ხუთიდან სამ პროცენტამდე მცირდება, ასევე, ფრაქციის დაკომპლექტების წესი იცვლება. კერძოდ, ფრაქციის შექმნა შვიდი დეპუტატის ნაცვლად ოთხ დეპუტატს შეეძლება.
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართულ ოცნებასა” და „მოქალაქეებს” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.