ფხენიანმა კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით გამთენიისას ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის სამხედრო შტაბების გაერთიანებული კომიტეტი იტყობინება.

მათი მონაცემით, რაკეტები გაშვებულია ჰამგენ-ნამდოს პროვინციიდან.

იაპონიის პრემიერმა, ესიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ საუბარია ბალისტიკურ რაკეტებზე.

მომხდართან დაკავშირებით სამხრეთ კორეამ უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.

ტელეარხ NHK-ს ინფორმაციით, რაკეტების ფრაგმენტები იაპონიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებს ჩავარდა, ქვეყნის უშუალო საფრთხე არ არსებობს.

აღნიშნულს აშშ-ის მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ. CNN იტყობინება, რომ, აშშ-ის დაზვერვის მონაცემით, ფხენიანმა ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

მათი თქმით, ამერიკის სადაზვერვო და სამხედრო საზოგადოება მონაცემებს ჯერ კიდევ სწავლობენ, რომ დადგინდეს, რა ტიპის რაკეტა იყო გაშვებული.

აღსანიშნავია, რომ 21 მარტს ფხენიანმა ორი ფრთოსანი რაკეტაც გამოსცადა, თუმცა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეას ისეთი რაკეტების გამოცდა ეკრძალება, რომელშიც ბალისტიკური ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები