ჟოზეფ ბორელი: რუსეთი შორდება ევროპულ ფასეულობებს, სულ უფრო და უფრო ავტორიტარული ქვეყანა ხდება

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი რუსეთს „საშიშ მეზობელს“ უწოდებს. ამის შესახებ მან დღეს, ბრიუსელში ჟურნალისტებს ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომელიც მოსკოვთან ურთიერთობებს უკავშირდება.

„რუსეთი შორდება ევროპულ ფასეულობებს. სულ უფრო და უფრო ავტორიტარული ქვეყანა ხდება: ნავალნის საქმე, კიბერშეტევა, დეზინფორმაცია, მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობა“, – განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა რეაგირება უნდა განახორციელოს მოსკოვის არამართლზომიერ ქმედებებზე, მათ შორის სანქციებით, მაგრამ, ამავდროულად, უნდა შენარჩუნდეს „არხები კომუნიკაციისთვის“ კრემლთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები