მერკელმა ქვეყნის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ქვეყნის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ სააღდგომო დღესასწაულზე მკაცრი “ლოქდაუნის” გამოცხადებას გეგმავდა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა.

“ეს იყო შეცდომა, ამისთვის ბოდიშს ვიხდი”, – თქვა მან.​

23 მარტს, გვიან ღამით მერკელისა და ფედერალური მიწების ხელმძღვანლების თათბირზე გადაწყდა, რომ გერმანიაში “ლოქდაუნი” 18 აპრილამდე გახანგრძლივებულიყო და სააღდგომო დღესასწაულები, კერძოდ, 1-3 აპრილი “სიჩუმის დღეებად” გამოცხადებულიყო.

თუმცა, მოგვიანებით გადაწყვეტილება გაუქმდა.

წელს კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულს 4 აპრილს აღნიშნავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები