სტოლტენბერგი: ნატო რუსეთის მხრიდან სარაკეტო საფრთხის ზრდას აფიქსირებს

“ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის მხრიდან სარაკეტო საფრთხის ზრდას ხედავს და მისი თავიდან აცილებას გეგმავს”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

”მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შეკავებისა და თავდაცვის ჩვენი შესაძლებლობების გადახედვა და ადაპტირება, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება რუსეთის მხრიდან მზარდ სარაკეტო საფრთხეს,” – თქვა მან.

მისივე თქმით, ნატო უპასუხებს “რუსეთის სამხედრო გაფართოებას” კავკასიიდან არქტიკამდე.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი რუსეთთან დიალოგის მომხრეა და იწვევს მას რუსეთ-ნატო-ს საბჭოს სხდომის გამართვაზე, რომ მოხდეს რთული ურთიერთობების დარეგულირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები